ხშირად დასმული კითხვები

რა სერვისებს სთავაზობს „აფოს.ჯი“?

„აფოს.ჯი“ უზრუნველყოფს ამანათების მიღებას, დამუშავებასა და მიწოდებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. ასევე გთავაზობთ ელექტრონული კომერციის, ონლაინ მაღაზიის და კორპორატიულ საკურიერო სერვისებს.

როგორ შემიძლია ამანათის გაგზავნა?

ამანათის გაგზავნა შესაძლებელია:

  • ონლაინ პლატფორმის მეშვეობით; 
  • პარტნიორ პუნქტებში ჩაბარებით; 
  • კურიერის გამოძახებით (თუ სერვისი ხელმისაწვდომია თქვენს ლოკაციაზე). 
როგორ ხდება ამანათის მიღება?

მიღება შესაძლებელია:

  • კურიერი-აფოსის მეშვეობით მითითებულ მისამართზე; 
  • აფოსის ოფისიდან (სადაც შეგიძლიათ თავად გაიტანოთ ამანათი).
რა დრო სჭირდება მიწოდებას?

მიწოდების დრო დამოკიდებულია:

  • ლოკაციაზე (შიდა/საერთაშორისო);
შესაძლებელია ამანათის ონლაინ თვალთვალი (tracking)?

დიახ, ყველა ამანათს ენიჭება უნიკალური კოდი, რომლის საშუალებით შეგიძლიათ რეალურ დროში გააკონტროლოთ მისი მდებარეობა.

რა არ შეიძლება გაიგზავნოს ამანათით?

აკრძალულია:

  • ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები;
  • ინერტული ფეთქებადი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა;
  • რადიაქტიული ნივთიერებები;
  • ინფექციური ნივთიერებები;
  • პედოფილიასა და ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული საგნები;
  • ცოცხალი ცხოველები;
  • ფულის ნიშნები, ძვირფასი ლითონი, ძვირფასი ქვები და მათი ნაკეთობები;
როგორ გავაგზავნო „ქართლოსი“?

მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ შეიძინონ პროდუქცია, რის შემდეგაც კომპანია უზრუნველყოფს მის დამუშავებასა და მიწოდებას მითითებულ მისამართზე.

რას ნიშნავს „ხმელეთი“ („აქედან და შენამდე“)?

ეს არის სახმელეთო გზით მიწოდების სერვისი ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში და ევროპის კონკრეტული ქვეყნებიდან საქართველოში. სერვისი უზრუნველყოფს ამანათის ტრანსპორტირებას ერთი ლოკაციიდან მეორემდე ეფექტურად და ხელმისაწვდომ ფასად.

რას მოიცავს „ბიზნეს აფოსი“?

ეს არის კორპორატიული საკურიერო მომსახურება კომპანიებისთვის, რომელიც მოიცავს ამანათების რეგულარულ გადაზიდვას, დოკუმენტების მიწოდებას და ლოგისტიკურ მხარდაჭერას.

შემიძლია გავხდე „აფოს.ჯი“-ს პარტნიორი აფოსი?

დიახ, კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა ტიპის პარტნიორებთან — ფიზიკურ პირებთან, მცირე ბიზნესებთან, ამხანაგობებთან და სხვებთან. პარტნიორობა გაძლევთ დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.

როგორ უწყობს ხელს კომპანია გარემოს დაცვას?

„აფოს.ჯი“ იყენებს ოპტიმიზირებულ ლოგისტიკურ მოდელს, რაც ამცირებს გადაადგილების მანძილს და შესაბამისად CO₂ გამოყოფას.

როგორ დავუკავშირდე „აფოს.ჯი“-ს?

კომპანიასთან დაკავშირება შესაძლებელია:

  • ვებგვერდის საშუალებით; 
  • ტელეფონით ან ელფოსტით;