ჩვენს შესახებ

შპს „აფოს.ჯი“ წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ოპერირებს ლოგისტიკის, საფოსტო მომსახურებისა და ელექტრონული კომერციის სფეროში. კომპანია უზრუნველყოფს ამანათების მიღებას, დამუშავებასა და მიწოდებას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მასშტაბით, თანამედროვე საფოსტო სტანდარტების შესაბამისად.

კომპანიის დამფუძნებლების ხედვა თავიდანვე ეფუძნებოდა არა მხოლოდ მოგების მიღებას, არამედ დამატებითი ღირებულებისა და რეალური სარგებლის შექმნას მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის. „აფოს.ჯი“ ქმნის სისტემას, სადაც ლოგისტიკა არის მარტივი, ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული.

კომპანიის ძირითადი ბიზნეს მიმართულებებია:

  • ელექტრონული კომერცია — „ელაფოსი“ 
  • ელექტრონული მაღაზია — „ქართლოსი“ 
  • სახმელეთო მიწოდება — „ხმელეთი“ („აქედან და შენამდე“) 
  • კორპორატიული საკურიერო მომსახურება — „ბიზნეს აფოსი“

ამასთან, კომპანია ავითარებს ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც პასუხობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლების საჭიროებებს და ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდას.

„აფოს.ჯი“-ს საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია დამატებითი ღირებულების შექმნისკენ:

  • ქმნის სამუშაო ადგილებს და ასაქმებს სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს საქართველოს მასშტაბით; 
  • ოპტიმიზირებული ლოგისტიკური სისტემის მეშვეობით ამცირებს გადაადგილების მანძილს და ხელს უწყობს CO₂ გამოყოფის შემცირებას; 
  • თანამშრომლობს ადგილობრივ პარტნიორებთან (მცირე ბიზნესი, დიასახლისები, ამხანაგობები, მეზობლები,), რაც მათ დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. 

მისია

„აფოს.ჯი“-ს მისიაა შექმნას თანამედროვე, მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებული ლოგისტიკური და საფოსტო სისტემა, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიას, ადამიანებსა და ბიზნესს.
კომპანია ისწრაფვის:

  • გაამარტივოს ამანათების მიღებისა და გაგზავნის პროცესი; 
  • უზრუნველყოს სწრაფი, სანდო და ხარისხიანი მომსახურება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე; 
  • შექმნას დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობები პარტნიორებისთვის; 
  • ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის განვითარებას; 
  • დანერგოს ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ლოგისტიკური მიდგომები.

ხედვა

„აფოს.ჯი“-ს ხედვაა გახდეს რეგიონში წამყვანი, ინოვაციური და სოციალურად პასუხისმგებელი ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც ქმნის ღირებულებას როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე პარტნიორებისთვის.

ჩვენ ვხედავთ მომავალს, სადაც:

  • ლოგისტიკური სერვისები იქნება მარტივი, სწრაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი; 
  • თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს კომპანიის საქმიანობაში და მიიღოს სარგებელი; 
  • კომპანია იქნება არა მხოლოდ მომსახურების მიმწოდებელი, არამედ ეკონომიკური და სოციალური განვითარების აქტიური ნაწილი.